Saturday, June 5, 2021

მოგესალმებით!

    ბავშვობაში სამყაროს ,,ვარდისფერი სათვალით" ვუყურებთ. ვარდისფერი ძალიან ნაზი, ლამაზი, ნათელი და მიმზიდველი ფერია. ალბათ სწორედ იმიტომ მოგვწონს რეალობისთვის ასეთი სათვალით ყურება, რომ ირგვლივ ყველაფერი თბილი, მზიანი, მშვიდი, ფერადი და მარტივი ჩანს. ალბათ კიდევ იმიტომ, რომ რეალობასთან თვალის გასწორება გვიჭირს, მეოცნებენი, გამოუცდელები და გულუბრყვილონი ვართ.


   თუმცა დგება მომენტი, როცა ვხვდებით, რომ სამყაროს რეალობა ვარდისფერი არაა, ,,ვიხსნით" სათვალეს და ჩვენს წინ აღიმართება ცხოვრება თავისი სირთულეებით, პრობლემებითა და  ვიწყებთ პრობლემებთან გამკლავებას,  ბრძოლას დამოუკიდებლად თუ სხვათა დახმარებით, მაგრამ მთავარია, რომ  ვიწყებთ....

  ჩვენ უკვე მე-11 კლასს ვამთავრებთ და აღარც ისე პატარები ვართ, რომ ცხოვრების სირთულეებს ვერ ვხედავდეთ. ვერ ვხედავდეთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს როგორ უჭირთ ამ სიტყვის ფართო გაგებით და არა მარტო ჩვენს ირგვლივ....

   ამ ბლოგში გვინდა ვისაუბროთ ჩვენს რეალობაში არსებულ ისეთ თითქოსდა მივიწყებულ პრობლემაზე, როგორიცაა ,,ნაადრევი ქორწინება" და განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთოთ ქალთა მიმართ ძალადობაზე აღნიშნული მიმართულებით...

   ადამიანის უფლებების დაცვაზე დღეს ძალიან მრავლად გვესმის მასმედიისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით, ყველაზე ხშირად აქცენტი კეთდება ბულინგის სხვადასხვა ფორმაზე, ბავშვთა უფლებების დაცვაზე, სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებსა და სიძულვილის ენაზე. როცა ბლოგების კონკურსის შემოთავაზებულ თემებს შორის აღმოვაჩინეთ ,,ნაადრევი ქორწინება",  გადავწყვიტეთ გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება სწორედ მის შესახებ. 

   პროფილის სახელად და ბლოგის სათაურად ,,ვარდისფერი სათვალე" ავირჩიეთ, ვინაიდან ვფიქრობთ, კარგად ესადაგება შერჩეულ თემას, ნაადრევ ქორწინებამდე ადამიანები ხომ სწორედ ასეთი სათვალით უყურებენ ცხოვრებას, ხშირ შემთხვევაში კი ვარდისფერი მინები ,,იბზარება" ან ,,იმსხვრევა" და რჩება გაუფერულებული სამყარო, გაცრეცილი და დამსხვრეული ოცნებები...  

6 comments:

  1. ანა, იური, ვფიქრობ ძალიან კარგი ბლოგი გამოგივიდათ, მიხარია, რომ ასე შემოქმედებითად და კრეატიულად მიუდექით შერჩეულ პრობლემას და თქვენი შეხედულებები ნათლად და მარტივად გასაგებ ენაზე გამოხატეთ. ვფიქრობ იმსახურებთ საპრიზო ადგილზე გასვლას, წარმატებას გისურვებთ ფინალურ ტურში, მიყვარხართ ❤🧡💚

    ReplyDelete
    Replies
    1. ჩვენო მთავარი სულისჩამდგმელო ადამიანო,დამრიგებელო,ყველაფრის გამზიარებელო და გვერდში მდგომელო,დიდი მადლობა ყოველი ბიძგისთვის,რჩევისთვის და ყოველთვის ყველაზე საუკეთესო ხელმძღვანელობისთვის..ძალიან,ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით💕💕💕💕

      Delete
  2. ანა და იური, ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი, ყველაფერი იდეალურადაა გადმოცემული, თანაც როგორ ზუსტად შეგირჩევიათ ბლოგის სათაური.
    ყოჩაღ❤️
    მჯერა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ.
    წარმატებებს გისურვებთ❤️

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა,გვიხარია რომ მოგეწონათ💕💕

      Delete
  3. არაჩვეულებრივები ხართ 🤗💫❤

    ReplyDelete