ეს გამოიხატებოდა მოსწავლეთა სრულ მობილიზაციაში, მათ ახალ იდეებში. ვფიქრობთ, სკოლის სისტემა ძალიან ეფექტური გზაა იმისათვის, რომ ახალგაზდებში ინფორმირებულობის დონე ამაღლდეს. ამ ვაკუუმის გარღვევა მნიშვნელოვანი ფაქტორია პრობლემების დასაძლევად.
მათ ვუყვებოდით რეფერირების მექანიზმებზე, რომ პრობლემის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ დირექტორს, დამრიგებელს, მასწავლებლებს.

თანატოლებს ვუთხარით, რომ ნაადრევი ქორწინება განათლების სისტემიდან გადინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამ დროს მოსწავლეები წყვეტენ სკოლაში სიარულს.
ბავშვებს დავუსვით კითხვები, რათა გაგვეგო, რამდენად ინფორმირებულნი იყვნენ ამ თემასთან დაკავშირებით, აგრეთვე გვაინტერესებდა მოსწავლეთა შეხედულებები. მათ მიერ ჩამოყალიბებული და გადმოცემული მოსაზრებებით მივხვდით, რომ ისინი უდიდეს პრობლემად მიიჩნევდნენ ,,ნაადრევ ქორწინებას“, თუმცა მათი უმრავლესობა ნაკლებად ინფორმირებული იყო ადრეული ქორწინების სამართლებრივი რეგულირების შესახებ, გარკვეულ ნაწილი კი ვერ აცნობიერებდა ადრეული ქორწინების მოსალოდნელ უარყოფით გავლენას არასრულწლოვანთა ჯანმრთელობაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია. ოპტიმისტები ვართ ორივე (სწორედ ამიტომ მე და იურის კარგი თანამშრომლობა გამოგვივიდა), ნებისმიერ ადამიანში დადებით თვისებას ვხედავთ და ამავე დროს, სულაც არ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ თითქოს „საქმეში მეგობრობა არ შეიძლება“. ხშირად საქმეში მეგობრულ დამოკიდებულებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ახლავს.
დიდ მადლობას ვუხდით სკოლას იმ შესაძლებლობისთვის, რაც მოგვცა. მივაწოდეთ ინფრომაცია სხვა მოსწავლეებსაც ამ სასკოლო პროექტის მეშვეობით, დავრწმუნდით და დავარწმუნეთ, შევეცადეთ ზედმიწევნითა და არგუმენტებით აგვეხსნა, რომ განათლება მართლა იარაღია, მედიკამენტიც, იმედიც და განტვირთვის ყველაზე სასიამოვნო დროც კი.
ვუხდით მადლობას ჩვენს დირექციას, ჩვენი ყველა გამოწვევისა და აქტივობების სულისჩამდგმელ მასწავლებელს ჩვენი შესაძლებლოებისთვის, ყოველთვის ინფორმირებული საკითხებსთვის, თითოეული ერთგული ძალისხმევისთვის. ისინი გვეხმარებიან ჩვენ არა მხოლოდ ვისწავლოთ რაღაც ახალი, მნიშვნელოვანი და სამომავლო, არამედ გვიღძრავენ ძლიერ რწმენას და ნათელ იმედს, ყოველთვის შეგვიძლია მივიღოთ სწორი რჩევა და მხარდაჭერა კეთილი სიტყვით. ჩვენს დამრიგებელს ვუხდით დიდ მადლობას შემოქმედებითი მიდგომისა და ცხოვრების აქტიური პოზიციისთვის. ჩვენი მასწავლებლის წყალობით უკვე ვიცით, რომ არ გვაქვს უფლება მხოლოდ დინებას მივყვეთ და საკუთარ თავს მაქსიმალური მოთხოვნები არ დავუწესოთ.
P.S. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობის განხორციელების პერიოდში არ ვიცოდით ბლოგების კონკურსის შესახებ, კონკურსისთვის შექმნილ ბლოგზე ეს ინფორმაცია მაინც განვათავსეთ, რადგან სწორედ ,,ნაადრევი ქორწინება" ავირჩიეთ ადამიანების უფლებების დარღვევის ერთ-ერთ პრობლემად და სწორედ ჩვენ, მე და იური გავერთიანდით ერთ საკონკურსო გუნდად.




No comments:
Post a Comment