ნაადრევი ქორწინების შესახებ მოძიებულმა ინფორმაციამ იმდენად შორს შეგვიტყუა, რომ გადავწყვიტეთ სტუმრობა ჩვენი ქალაქის რაიონულ სასამართლოსა და საკათედრო ტაძარში. გვინდოდა მოგვესმინა ამ ორი ინსტიტუციის წარმომადგენელისთვის და გაგვეგო მათი დამოკიდებულება აღნიშნული პრობლემისდამი, შეგვედარებინა ერთმანეთისთვის მათი მოსაზრებები და გაგვეკეთებინა ქორწინებისა და ჯვრისწერის სამართლებრივი ანალიზი. მე და იური ერთმანეთს შევხვდით ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში და დავგეგმეთ ინტერვიუები.
რაც შეეხება რელიგიურ ჯვრისწერას, გავესაუბრეთ
ჩვენი ქალაქის საკათედრო ტაძრის წინამძღოლს. მან გვითხრა, რომ არასრულწლოვანთა ჯვრისწერა
დაუშვებელი და გამორიცხულია, ასევე გავიგეთ, რომ სასულიერო პირები იკვლევენ ორივე
წყვილის ოჯახურ მდგომარეობას (ძალდატანებითია ეს ქორწინება თუ წყვილის ნებაა), ითხოვენ
ორივე მშობლის თანხმობას. ვკითხეთ მას, რამდენად ხშირია ჯვრის აყრის შემთხვევა. მამაომ
გვითხრა, რომ ადრეული ქორწინება უმეტეს შემთხვევაში არ არის მყარი, რომ ოჯახს ბევრი
სირთულე აქვს. უნდა იტვირთო მოვალეობები, აიღო პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე და ამ
ოჯახური ვალდებულების შესრულება არ არის მარტივი.
მივედით დასკვნამდე, რომ ადრეული ქორწინება არც სამართლებრივი და არც რელიგიური კუთხით არ არის მიზანშეწონილი და
დაშვებული. ნაადრევი ქორწინებით ადამიანები მიდიან სახელმწიფო კანონებისა და საეკლესიო
წესების საწინააღმდეგოდ.
P.S. ორივე რესპოდენტთან ჩავწერეთ ინტერვიუ (მათი თანხმობით რა თქმა უნდა), თუმცა ხმის ცუდი ხარისხის გამო არ განვათავსეთ ბლოგზე.
აქტივობის ამსახველი ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ გალერეაში



No comments:
Post a Comment